ბათუმის დრამატული თეატრის დასის გასტროლი თბილისში

28 აპრილი 2022, 10:59 1440 ნახვა

„თამაში" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები  თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში ითამაშებენ. მაყურებელი პაოლო  ჯინოვეზეს მიხედვით დადგმულ წარმოდგენას  30 აპრილს და 1 მაისს - 19 საათზე ნახავს.

სპექტაკლის რეჟისორი დავით დოიაშვილია. ერთ გაჯეტში ჩატეული თითოეული ადამიანის დაფარული ცხოვრება, ამბები, ვნებები, რომლებიც ახლის დაწყების და ძველის ნგრევის საწყისია. სპექტაკლის შინაარსის მიხედვით,  ხელის გულზე დადებული მობილურები უფრო მეტს ამბობენ უკვე ჩვენზე, ვიდრე თავად ჩვენ და ჩვენი ცხოვრების წესი.

ეს ყველაფერი კი, შეიძლება ერთ მშვენიერ საღამოს ხუმრობა-ხუმრობით, უახლოესი მეგობრების და დიდი ხნის ურთიერთობების დასასრული აღმოჩნდეს.   კიდევ ერთ სპექტაკლს მსახიობები მიხეილ თუმანიშვილის  კინომსახიობთა თეატრში 2 მაისს 20 საათზე ითამაშებენ.  

„მე, ფოიერბახი“  ასე ჰქვია რეჟისორ - გიორგი ქლაინის ნამუშევარს. პანდემიის შემდეგ ეს ბათუმის დრამატული თეატრის დასის პირველი გასტროლია დედაქალაქში. მსახიობები გასტროლზე დღეს დილით გაემგზავრნენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში