საკანონმდებლო სიახლე აჭარაში აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებისთვის

28 აპრილი 2022, 14:43 1460 ნახვა

საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა დისკუსიის ფორმატში.

უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კვლევა აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის ჩაატარა, საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო საჭიროებების შესახებ, შემდეგ კი  მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი - „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,  რომელიც  უმაღლესმა საბჭომ  წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.    

კანონპროექტი პარლამენტში ლადო მგალობლიშვილმა წარადგინა,რასაც მხარი დაუჭირეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში