სეზონური ვირუსების შემთხვევების მატება

28 აპრილი 2022, 13:50 1304 ნახვა

სეზონური ვირუსული ინფექციების რიცხვი გაიზარდა. მხოლოდ ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციების სიმპტომებით ყოველდღიურად  70-80 პაციენტი შეჰყავთ.

როგორც კლინიკის დირექტორი გვეუბნება მათგან 20-25 პროცენტს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება.  ამ ეტაპისთვის კლინიკაში მკურნალობის კურსს 60 პაციენტი გადის.

გასულ წელთან შედარებით შემთხევევების რიცხვი მაღალია, ამას ექიმები ქვეყანაში მობილობის გაზრდას უკავშირებენ.

მთავარი რეკომენდაცია კი სოციალურ დისტანციასთან ერთად ჰიგიენის წესების დაცვა და  ხელების ხშირი დაბანა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში