დიდ ბრიტანეთში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი დაიწყო

12 მაისი 2016, 00:00 4104 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი ლანკასტერის სასახლეში იმყოფება, სადაც ქეყნის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მონაწილე 40-მდე ქვეყნის ლიდერს, ოფიციალურ საუზმეზე მასპინძლობს. ანტიკორუფციული სამიტი, დიდი ბრიტანეთის დროით, 10 საათზე იხსნება. ერთ-ერთ თემატურ სესიაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა.

ამავე კატეგორიაში