მხატვარ-მოდელიერის დიანა თალაკვაძის გამოფენა

28 აპრილი 2022, 20:00 1836 ნახვა

ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი. სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები ბათუმის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.  

„ს ი ლ უ ე ტ ე ბ ი“ - ასე ჰქვია მხატვარ-მოდელიერის დიანა თალაკვაძის პერსონალურ  გამოფენას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია როგორც პორტრეტები ასევე  კოსტიუმების ესკიზები და სიუჟეტური კომპოზიციები.  ეს მხატვრის რიგით მე-4 პერსონალური გამოფენაა. ხელოვანი ფიქრობს, რომ სამომავლოდ მხოლოდ პორტრეტები გამოფინოს.

დამთვალიერებელთა ნაწილმა სწორედ მხატვრის ამ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.  

გამოფენა ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 8 მაისის  ჩათვლით გაგრძელდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში