სააკაშვილის შეწყალებაზე საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს - სალომე ზურაბიშვილი 

29 აპრილი 2022, 10:45 1432 ნახვა

სააკაშვილის შეწყალება პოლარიზაციის გაძლიერებას გამოიწვევს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, „ფორინ პოლისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

„მე შევიწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი, მას შემდეგ, რაც მათი სასჯელი მიუსაჯეს. მაშინ მე ვფიქრობდი, რომ ეს შიდა გაერთიანების პროცესს და დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობდა. ახლა ვართ სრულიად განსხვავებულ პოზიციაში. სააკაშვილის შეწყალება გამოიწვევს მძლავრ პოლარიზაციას საქართველოში, რადგან ნახევარი ქვეყანა ისევ ურყევია ერთი მხრივ და ალბათ, დიდი ნაწილი, უმრავლესობა შეწყალების ფორმის წინააღმდეგია.

ასევე, მე ვთქვი, რომ სხვა საკითხია, თუ მას რეალურად დაუდგინდება რაიმე სერიოზული დაავადება; მაშინ, ვფიქრობ, ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად. უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრია ერთიანობის შენარჩუნება“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში