საკრებულოს სხდომა ქობულეთში

29 აპრილი 2022, 18:27 866 ნახვა

15 საკითხი განიხილეს ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე. მათ შორის იყო საკითხი ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის  შესრულების წლიური ანგარიშის  დამტკიცების შესახებ. საკითხი ქობულეთის მერის პირველმა მოადგილემ წარადგინა, რომელმაც მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა. დღეს სხდომის დაწყებამდე  პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. ისინი მესამე პრეზიდენტის სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ოპონენტების გადაწყვეტილებას მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში