ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვა

30 აპრილი 2022, 14:26 1310 ნახვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა. ინფორმაცის უკრაინაში საქართველოს ელჩი ადასტურებს. ის 3 დღის უკან უკრაინაში დაკრძალეს. დღეს კი უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს საქართველოში დაკრძალავენ.ალიკა ცაავა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა, იგი სამშობლოში გასულ კვირას ჩამოასვენეს, მისი ოჯახის წევრები და ნათესავები კი მას დღეს ზუგდიდის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ალიკა ცაავა 2008 წლის ომშიც იღებდა მონაწილეობას, სამძიმარზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებიც მივიდნენ. ცაავა უკრაინაში 16 აპრილს გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში