კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

30 აპრილი 2022, 14:27 992 ნახვა

კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და ეკონომიკურ საბჭოს  ანგარიშს 15 მაისამდე წარუდგენს.აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.შეხვედრაზე საბჭოს წევრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების გასული სამი თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის განხილვის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სააგენტო საწვავის ბაზარზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა შეიმუშაოს სრულყოფილი რეკომენდაციები ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშესაწყობად. საბჭოს წევრებმა  ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე პროცესებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ  თურქეთის ბაზრის გახსნამ, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში