ღია კარის დღე თავდაცვის სამინისტროში

01 მაისი 2022, 11:26 1093 ნახვა

თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართა.

ვაზიანში, სენაკში, გორში, თელავსა და ახალციხეში მდებარე სამხედრო ბაზებს იმ საჯარო სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ, სადაც პილოტირების რეჟიმში საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ისწავლება.

თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობით სასწავლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შემუშავდა.

საგანი პილოტირების რეჟიმში საქართველოს მაშტაბით 21 საჯარო სკოლაში ისწავლება. პროექტი 2019 წელს დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში