დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით, პირველი ნაწილი მზად არის - პრემიერი

02 მაისი 2022, 11:05 993 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი უკვე მზად არის და დღეს კარლ ჰარცელს გადასცემს. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა კი 13 მაისამდე დასრულდება. 

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით. პირველი ნაწილი არის მზად და დღეს მე პირადად გადავცემ ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს შევსებულ დოკუმენტს. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ეს ძალიან შრომატევადი საქმე იყო და წარმატებულად დავასრულეთ. მიმდინარეობს მუშაობა მეორე ნაწილზე, რომელიც კიდევ უფრო ვრცელი დოკუმენტია. დაახლოებით 2300 კითხვა არის მოცემული და 33 თავისგან შედგება.''-განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში