ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის ვიზიტი

03 მაისი 2022, 11:32 743 ნახვა

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. მილოშ ვისტრჩილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

მათ შორის, ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის  სექტორებში.   ისაუბრეს ასევე ქართულ - ჩეხური ბიზნეს ფორუმზე, რომელიც ვიზიტის ფარგლებში თბილისსა და ბათუმში ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში