პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

03 მაისი 2022, 12:00 759 ნახვა

როგორ წარმოგიდგენიათ, როცა ნატო-ს წევრ ქვეყანას ბრალდებას წაუყენებ, რომ ის რუსეთთან არის კავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ასეთი სახის განცხადებებით უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადებების დამაჯერებლობას აზიანებენ.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი გვესმის ასეთი სახის ბრალდება, მოვისმინეთ საქართველოს მიმართ, მოვისმინეთ სომხეთის, აზერბაიჯანის, ახლა უნგრეთის მიმართ გვესმის ბრალდება. როგორ წარმოგიდგენიათ, როცა ნატო-ს წევრ ქვეყანას ბრალდებას წაუყენებ, რომ ის რუსეთთან არის კავშირში. სამწუხაროდ, ამითი უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადებების დამაჯერებლობას აზიანებენ და შედეგიც არის ეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში