გუშინ შევიტანეთ კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი - პრეზიდენტი

03 მაისი 2022, 14:26 1206 ნახვა

გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის კითხვარი - ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს ყველაზე დიდი იმედია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიაში, ბერლინის კედელთან განაცხადა.

„ბერლინის კედელი ჩვენთვის, ყველასთვის უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის  არის ყველაზე დიდი მაგალითი, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი თავდება. ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერი არ არის შეუძლებელი. გუშინ შევიტანეთ ჩვენი კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი, ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში