მეწყრული პროცესები უჩხოში

04 მაისი 2022, 14:16 1311 ნახვა

კიდევ ერთი მეწყრული კერა ხულოში, სოფელ უჩხოშია. შედეგად კი ათზე მეტ ოჯახს საფრთხის ქვეშ უწევს ცხოვრება.

დაზიანდა ერთ-ერთი შიდა საუბნო გზაც, რის გამოც საავტომობილო მიმოსვლა შეუძლებელია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ დრომდე სოფელში მსგავსი ვითარება არ შექმნილა. ამ დროისთვის მოსახლეობა ადგილიდან გაყვანილი არ არის.

ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ ვითარებას გეოლოგები შეისწავლიან, შემდეგ კი მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ დაეხმარებიან ოჯახებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში