ვერავითარი სიმულიანტობა და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გათავისუფლების ან სხვა ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი - კობახიძე

04 მაისი 2022, 17:59 1133 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილი სიმულიანტობს და ცდილობს რაღაცნაირად თავი დააღწიოს საპატიმროს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, თვითდაზიანება და მსგავსი ქმედება ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების და ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი.

''სააკაშვილს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ საქართველოში რისკის ფასად ჩამოდიოდა. მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის იურიდიულ დანაშაულებზე აქვს შეფარდებული სასჯელი და მას უნდა გაეცნობიერებინა, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა ვერ იქნებოდა რისკის გარეშე. ჩამოვიდა, გარისკა და მოხვდა იქ, სადაც მისი ადგილი იყო.

ყველა პატიმარი იგივეს გააკეთებდა, სიმულიანტობა ყველაზე ადვილია და ყველა პატიმარს შეუძლია. სიმულიანტობა და თვითდაზიანება ვერ გახდება გათავისუფლების მიზეზი. კონსოლიუმი რას ამბობს? რა პრობლემა აქვს? დიაგნოზი ნახეთ? – არავითარი ოფიციალური დიაგნოზი და დასკვნა არ არსებობს. ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ არის ანორექსია. ანორექსია რა შუაშია, საერთოდ ვერ გავიგე. ანორექსია 90 პროცენტში ქალებს ახასიათებთ, 10 პროცენტი – კაცებს. ამას აქვს კონკრეტული ფსიქიკური მიზეზი და სააკაშვილს ეს მიზეზი წესით არ უნდა ჰქონდეს. მეორე მხრივ, ვიზუალური დათვალიერებით რაღაც დასკვნები რომ გამოდის, ამას ვერ ექნება სერიოზული აღქმა ჩვენი მხრიდან. არანაირი დიაგნოზი არ არსებობს'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში