პოლონეთში კონკრეტული მიზნით ვიყავით ჩასული, რაც გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და შესაბამისი რესურსების მობილიზებას უკრაინის დასახმარებლად - ილია დარჩიაშვილი

06 მაისი 2022, 13:10 1129 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ვიზიტი ჰქონდა პოლონეთის დედაქალაქში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, პოლონეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე იყო თუ არა საუბარი საქართველოს მიერ სანქციების შეერთების და მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

„სანქციების შეერთებასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიურად ვსაუბრობთ, მათ იციან საქართველოს პოზიცია და მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით და დამატებითი კითხვები არ არსებობს.

ჩვენ კონკრეტული მიზნით ვიყავით ჩასული, რაც გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და შესაბამისი რესურსების მობილიზებას უკრაინის დასახმარებლად, ამ მიმართულებით ძალიან შედეგიანი და კონკრეტული ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერს და სწორედ ამ საკითხებზე იყო კონცენტრირებული მთლიანი ვიზიტი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში