ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ალან გაგლოევმა გაიმარჯვა 

09 მაისი 2022, 10:05 742 ნახვა

ალან გაგლოევი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ.-ი პრეზიდენტი გახდა - ეგრედწოდებულმა ცესკომ, არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაცხადა.

გაგლოევს მხარი ამომრჩევლის 59 პროცენტზე მეტმა დაუჭირა და ბიბილოვი თითქმის 20%-იანი სხვაობით დაამარცხა, რომელმაც დამარცხება აღიარა და კონკურენტს გამარჯვება მიულოცა. 

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში გუშინ გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში