სესხების ლარში გადატანა

01 იანვარი 2017, 00:00 1365 ნახვა

2017 წელს ლარიზაციის გეგმის ფარგლებში, 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა მოხდება,  ამასთან,  კონვერტაცია განხორციელდება არსებულ კურსზე მინუს 20 თეთრის ოდენობით. მაგალითად თუ კურსი 2 ლარი და 50 თეთრია თანხა 2 ლარსა და 30 თეთრში დაანგარიშდება.  ამავე გეგმით, დღეიდან  100 ათას ლარამდე სესხები  მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ცვლილებებს იწუნებენ საპარლამენტო ოპოზიციაში. მმართველ გუნდში ინიციატივის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ამავე კატეგორიაში