ზაფხულში ემირატებიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განახლდება

11 მაისი 2022, 11:37 1688 ნახვა

აჭარის პოპულარიზაციის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობს. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით,  მენეჯმენტი ემირატებში  ტურისტული სააგენტოების, მედიასაშუალებების, სარეკლამო კომპანიების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლებს ხვდება.

ცნობილი გახდა, რომ  Air Arabia და Fly Dubai ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ემირატებიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ  ფრენებს დაიწყებენ.

საქმიანი შეხვედრები დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს. იგი საქმიანი ტურიზმის კუთხით ერთი-ერთი უმსხვილესი გამოფენაა მსოფლიოში, მასში  ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ავიაკომპანიები, მედიისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს 112 ტურისტული მიმართულებიდან მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში