რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს

11 მაისი 2022, 11:12 1217 ნახვა

დღეიდან საბანკო სესხები შესაძლოა კიდევ გაძვირდეს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა რამდენიმე წუთში უნდა  დაიწყოს და რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1%-ით გაზრდას განიხილავენ. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და  გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს. 

რეფინანსირების განაკვეთი ბოლოს 30 მარტს 11 პროცენტამდე გაიზარდა.

კომიტეტის გადაწყვეტილება სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში