უბრალოდ ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი დაანებოს - მდინარაძე სააკაშვილზე

11 მაისი 2022, 13:53 869 ნახვა

ამორალურია, სისტემის ავტორი, რომელშიც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, სამკურნალოდ გადაყვანაზე პირობებს აყენებს – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ექიმებს უნდა დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი დაანებოს.

„ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ამორალურია განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც ედგა იმ სისტემას სათავეში, რომელი სისტემის პირობებშიც სიცოცხლის უფლება ჰქონდათ ადამიანებსა და პატიმრებს წართმეული. ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ის პერიოდი, როცა პატიმარი მოთხოვნას არათუ აყენებდა, ზედმეტი სიტყვაც შეიძლება, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.

ამ სისტემის ავტორი პირობებს აყენებს. ყველას გვავიწყდება ამაზე მსჯელობის დროს, რომ მისი ავტორობით ამ ქვეყანაში პატიმრებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ და ამის ავტორი ახლა პირობებს აყენებს, თუ გინდათ, რომ ვიმკურნალო, მოდი, ეს პირობები შემისრულეთო-ამორალურია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში