სააკაშვილის სამედიცინო მოთხოვნები

11 მაისი 2022, 17:26 1001 ნახვა

კლინიკაში გადასვლის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილთან მნახველების ვიზიტი დაშვებული იქნება, კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად - ასეთია იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, რომელიც მოუწოდებს მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეთავაზებებით დათქმების გარეშე. ულტიმატუმების დაყენება მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მისი მმართველობის დროს პატიმრებს სიცოცხლის უფლება ჰქონდა წართმეული. პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგება, რომ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ, თუმცა ოპოზიციის სხვა ნაწილისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ეს შეთავაზება მიუღებელია, რადგან ამბობენ, რომ ამგვარი მიდგომა სამართლებრივადაც გაუმართლებელია.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში