“ხორუმი” უკრაინის დასახმარებლად

11 მაისი 2022, 19:21 1265 ნახვა

ანსამბლი "ხორუმი" საქველმოქმედო კონცერტს მართავს ბათუმის დრამატულ თეატრში. მაყურებლის წინაშე, პირველი,  სწორედ ცეკვა ხორუმით წარსდგნენ, რა დროსაც დასასრულ მონაკვეთში სცენაზე საქართველოს და უკრაინის დროშა გაიტანეს. სწორედ უკრაინაში დაზარალებული ხელოვნების წარმომადგენლების მხარდასაჭერად დაიგეგმა დღევანდელი კონცერტი და ანსამბლის ხელმძღვანელის მაყურებელს კონცერტების სიმრავლეს ჰპირდება. თემურ ბიბილეიშვილის განმარტებით ანსამბლისთვის აქამდე ხელის შემშლელი ფაქტორი კოვიდ რეგულაციები იყო, მაყურებელს კი განახლებული რეპერტუარებით დაუბრუნდებიან. ანსამბლ „ხორუმს“ წელს 20 წელი უსრულდება

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში