სააკაშვილის სამედიცინო მოთხოვნები

11 მაისი 2022, 19:21 824 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში თავმდგომად დედის შესვლას ითხოვს - ეს ინფორმაცია მედიას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მიაწოდა. მისივე თქმით,  მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგი. კლინიკაში გადასვლის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილთან მნახველების ვიზიტი დაშვებული იქნება, კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად - ასეთია იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, რომელიც მოუწოდებს მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეთავაზებებით დათქმების გარეშე. ულტიმატუმების დაყენება მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობისთვის,როგორც მიიჩნევენ იმის გათვალისწინებით, რომ მისი მმართველობის დროს პატიმრებს სიცოცხლის უფლება ჰქონდა წართმეული. პარალელურად, „ნაცონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგება, რომ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ, თუმცა ოპოზიციის სხვა ნაწილისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ეს შეთავაზება მიუღებელია, რადგან ამბობენ, რომ ამგვარი მიდგომა სამართლებრივადაც გაუმართლებელია.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში