პრეზიდენტი: “კი არის პარტიების პასუხისმგებლობა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა ითმენდეს“

13 მაისი 2022, 14:49 788 ნახვა

„აუცილებელია, რომ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ. ზემოდან არ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება, თქვენგან უნდა წამოვიდეს - ყველაფრის გადაბრალება პოლიტიკურ პარტიებზე არ გამოვა. კი არის მათი პასუხისმგებლობაც, რომ ვერ მონახეს პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლარიზაციისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების გაგრძელება არ შეიძლება. არის თუ არა მზად საქართველო ევროინტეგრაციისათვის და რა დააჩქარებს ამ პროცესს? - სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზეც ისაუბრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში