მეწყრული პროცესი ხულოში

13 მაისი 2022, 14:03 1337 ნახვა

ხულოში, სოფელ ყინჩაურში მეწყრული პროცესები  განვითარდა. მიწის მასამ ერთ-ერთ იალაღზე მისასვლელი გზა ჩახერგა.

მეწყერი აქტიურია  და ტერიტორიიდან მიწის მასა მოძრაობს და  ქვები ცვივა. სტიქია მოსახლეობიდან დაახლოებით სამ კილომეტრში მდებარეობს.

გარდა იალაღზე მისასვლელი გზისა  მოსახლეობის ინფორმაციით მეწყერმა საფრთხე შეუქმნა სასმელ წყალსაც, რომლის სათავე ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე  მდებარეობს.

 

 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში