ბათუმის მერიამ 4 ავარიული სახლის დემონტაჟზე ტენდერი გამოაცხადა

15 მაისი 2022, 15:00 3498 ნახვა

ოთხი ავარიული სახლის დემონტაჟისა და ახალი კორპუსების მშენებლობისთვის ბათუმის მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა. 

სატენდერო პირობების მიხედვით გიორგი კვინიტაძის ქუჩის #1, #3 და #11 ნომრებში, ასევე გრიშაშვილის #9 ნომერში ავარიული სახლების დემონტაჟი და ახალი სახლების მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულდეს. სამშენებლო სამუშაოები კი გამარჯვებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ოთხივე კორპუსის მშენებლობისთვის დაახლოებით 14 მილიონამდე დაიხარჯება.

მშენებლობის დასრულებამდე კი ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს ბათუმის მერია დროებით უსაფრთხო ადგილას ქირით გაიყვანს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში