ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა

16 მაისი 2022, 15:04 1181 ნახვა

ნიკა გვარამია რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ,,მთავარი არხის“ დამფუძნებელს ხელბორკილები  სხდომათა დარბაზშივე დაადეს. ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში.  მას სახით თავისუფლების აღკვეთა  3 წლითა  და 6 თვით  შეეფარდა.  ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.  ზურაბ იაშვილი, რომელიც „ინტერმედია პლიუსის“ დამფუძნებელია,  სისხლის სამართლის კოდექსის  221-ე და 322-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. მას გამოძიება ტელემაუწყებლობის ხელში ჩაგდებას/ბლოკირებას ედავებოდა. რაც შეეხება მესამე პირს,  კახა დამენიას  მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში