გვარამიას პატიმრობა - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

17 მაისი 2022, 18:07 875 ნახვა

დატოვებს თუ არა ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს, მომდევნო გაერთიანებულ შეხვედრაზე გადაწყდება, რომლის ჩატარების თარიღიც ჯერ არაა ცნობილი. ეს ეკა ხერხეულიძემ უთხრა მედიას, რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის მიერ  პროტესტის გამოსახატად დაანონსებულ ქუჩის აქციებს, მას არ უერთდება სტრატეგია აღმაშენებელი და პარტია გირჩი.  ისინი გამოსავალს პროტესტის მშვიდობიან ფორმაში ხედავენ.  ოპოზიციის ნაწილმა ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით გუშინ აქციები დააანონსა. მათ განაცხადეს, რომ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მათი საპარლამენტო მანდატების დათმობის საკითხიც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში