რატომ დაარღვია ბოიკოტი მედეა ვასაძემ?

19 მაისი 2022, 15:06 1205 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას დღეს არ ესწრებოდნენ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები, თუმცა სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა მედეა ვასაძე.

მედეა ვასაძემ დღეს ბოიკოტი დაარღვია და განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ის ფორმატი, რომელშიც ბოლო პერიოდში უწევს.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, დაკავებები და საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროცესები იყოს გამჭვირვალე.

დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ბოიკოტის გაგრძელების შემთხვევაში მან დამოუკიდებლად განაგრძოს მომდევნო ორი წლის განმავლობაში საკანონმდებლო საქმიანობა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში