“სირცხვილიას” დირექტორზე ძალადობის საქმე-“დროას”ბრიფინგი

20 მაისი 2022, 15:27 973 ნახვა

სირცხვილიას დირექტორის, გიორგი მჟავანაძის დაკავება და მასზე განხორციელებული ძალადობა პოლიციის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი სადამსჯელო აქტი იყო- ამის შესახებ პოლიტიკურ მოძრაობა დროაში ბრიფინგზე განაცხადეს. პარტიის ერთ-ერთმა წევრმა შსს-სა და პროკურატურას მოუწოდა, ფაქტზე გამოძიება წამების,  მუქარისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ღირსების შემლახავი არაადამიანური მოპყრობის მუხლებით წარმართოს. სირცხვილიას აღმასრულებელი დირექტორი პოლიციამ დააკავა. იგი აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში