საიას მოწოდება პარლამენტს

20 მაისი 2022, 17:10 783 ნახვა

''ქართული ოცნების'' ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საიამ პარლამენტს დასკვნა წარუდგინა. ორგანიზაციის მოსაზრებით, პროექტი შეიცავს არაერთ სამართლებრივ ხარვეზს, აუარესებს დემოკრატიის ხარისხს, ასუსტებს პოლიტიკური დეცენტრალიზაციის სტანდარტს, ასევე ემსახურება ცალმხრივი პარტიული მიზნების მიღწევას.

საია მოუწოდებს პარლამენტს, კანონმდებლობის ცვლილებების ინსტრუმენტი არ გამოიყენოს თვითნებურად, მხოლოდ ცალმხრივი პარტიული ინტერესების გათვალისწინებით და არსებული კრიზისი გადაჭრას არა დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი ინიციატივებით, არამედ ამომრჩეველთა ნების რეალიზაციაზე ორიენტირებული ნორმებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში