ოპოზიცია პრემიერს პარლამენტში იბარებს

23 მაისი 2022, 18:14 944 ნახვა

"ლელოს" წარმომადგენლები, ინტერპელაციის წესით, 27 მაისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს იბარებენ. ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მთავარი მიზანია საზოგადოებამ, პირველ რიგში კი საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ პასუხი კითხვაზე: რამდენად არის დაცული დღეს საქართველო იმისგან, რომ არ გახდეს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად "შავი ხვრელი". საპარლამენტო უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიცია აუცილებლად გაწბილებული დარჩება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში