შეხვედრები დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში

24 მაისი 2022, 11:05 563 ნახვა

საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები - ეს საკითხები  ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე  განიხილა.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტს საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე ესაუბრა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ  დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ტრადიციულად ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარისა და მისი მეუღლის მიერ ორგანიზებული მიღება გაიმართა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში