პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება

24 მაისი 2022, 12:05 903 ნახვა

დღეს პარლამენტი საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობის წესის ცვლილებაზე იმსჯელებს, თანაც დაჩქარებული წესით.

შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტის ინიცირების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულო ამ დრომდე ვერ შეიკრიბა.

დღესვე პარლამენტში  ოპოზიციის მოთხოვნით პოლიტიკური დებატები გაიმართება, მთავარი საკითხი კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხია. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში