პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია

24 მაისი 2022, 20:24 1663 ნახვა

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციიდან  რამდენიმე წამში ბათუმის თითქმის ყველა სკოლაში შეივსო ადგილი. ეს ხდება პროგრამის გახსნიდან პირველივე წუთს. რეგისტრაცია გრძელდება თუმცა ადგილები ცენტრალურ ნაწილში უკვე აღარაა, ახლა სკოლებში მშობლები მიდიან და განცხადებებს ტოვებენ.  მაგალითად მე- 6 სკოლაში 50  მეტი განაცხადი უკვე შევიდა. მშობლები გვიყვებიან,  რომ ადგილები სწრაფად შეივსო და შვილის პირველკლასში დარეგისტრირება ვერ მოასწრეს საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე ვერც ერთ სკოლაში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში