გაზრდილი ფასები

03 იანვარი 2017, 00:00 3418 ნახვა

სხვადასხვა გაზგასამართ სადგურებზე საავტომობილო გაზის ტარიფი გაიზარდა. გუშინ და დღეს არსებულ ფასებს შორის სხვაობა 15-და 20 თეთრამდე მერყეობს. ფასების ზრდას, არც შემდეგ დღეებში გამორიცხავენ ექსპერტები, ისინი მიზეზად, აქციზის გაზრდილ განაკვეთს ასახელებენ. „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე. შესაბამისად, ავტოგაზთან ერთად, ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე, გაიზარდა საწვავის ღირებულებაც. ფასზე ნამატი, ამ შემთხვევაშიც 15-დან 20 თეთრამდე მერყეობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში