გასაუბრება კანდიდატებთან

04 იანვარი 2017, 00:00 3247 ნახვა

ვინ დაიკავებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობას, ეს 6 იანვარს გახდება ცნობილი. დილიდან მიმდინარეობს გასაუბრება იმ კონკურსანტებთან, რომლებმაც პირველი ტური გადალახეს. თითოეულ მათგანს გასაუბრებაზე ორ-ორი საათი დაეთმობათ. გენერალური დირექტორის ვაკანტური პოსტისთვის ბრძოლას 5 კანდიდატი აგრძელებს. აქედან 2 საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი თანამშრომელია, ერთი ყოფილი ჟურნალისტია, რომელიც ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. ერთი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარეა, მეხუთე კი ტელევიზია ჯიდიესის გადაცემა 20/30 ის ყოფილი პროდიუსერია. გასაუბრება ხვალაც გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში