პრემიერის მოსმენა პარლამენტში

27 მაისი 2022, 18:04 768 ნახვა

საქართველო არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. აცხადებს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცლად ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან, თუმცა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა, რომ საქართველომ სანქციები დაუწესოს რუსეთს, შეუძლებელია და არა იმიტომ რომ ამის ნება არ არის, არამედ იმიტომ რომ ასეთი მოქმედებით ყველაზე მეტად საქართველო და მისი მოქალაქეები დაზარალდებიან და ამაზე ქართული ოცნების ხელისუფლება ვერ წავა, პრემიერი შეეხო ევროკავშირის გაერთიანების საკითხს, კითხვარებს და ოპოზიციის მოთხოვნას გასაჯაროების და პროცესში მათი მეტი ჩართულობის შესახებ, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ხოლო ოპოზიცია ეწევა დესტრუქციას და რეალურად იხატება ისეთი სურათი, რომ მმართველი გუნდის ოპონენტებს არ სურთ საქართველოს არც ევროპაში გაწევრიანება და არც მშვიდობა

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში