იუსტიციის მინისტრი პარლამენტში

28 მაისი 2022, 12:06 1146 ნახვა

რა ღონისძიებები ტარდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით? – ამ და სხვა საკითხებზე იუსტიციის მინისტრის გამოსვლა პარლამენტში გუშინ გვიან ღამემდე ხმაურის ფონზე გაგრძელდა.

რატი ბრეგაძეს ოპოზიციის მხრიდან მწვავე კითხვების და ბრალდებების მოსმენა მოუწია. ოპოზიციის ნაწილი იუსტიციის მინისტრისგან ითხოვდა მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაეშვა, რომელიც პატიმარი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ობიექტურად შეაფასებდა.

რატი ბრეგაძის თქმით,  სააკაშვილს საქართველოში ყველა სამედიცინო კვლევა და მკურნალობა უტარდება.

მინისტრმა ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და იმ დროს ციხეებში არსებული მძიმე ვითარებაც გაახსენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში