ლიტვის გენპროკურატურამ რუსეთს მაისურაძის ექსტრადირებაზე უარი უთხრა

04 იანვარი 2017, 00:00 1547 ნახვა

ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთს უარი განუცხადა საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის გადაცემაზე. ლიტვაში მიაჩნიათ, რომ ამ საქმეს პოლიტიკური ფონი აქვს. ზურაბ მაისურაძე 2 დეკემბერს, ვილნიუსის აეროპორტში რუსეთის მოთხოვნით გაცემული ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს, რომელიც იქ კიევიდან ჩაფრინდა. ლიტვური სააგენტო ,,დელფის" ინფორმაციით, საბუთების შემოწმებისას, დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებების გამო იყო გამოცხადებული. ვილნიუსის საოლქო სასამართლომ 4 დეკემბერს მაისურაძის 10 დღით დაკავების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 7 დეკემბერს კი ის გირაოს გადახდის შედეგად გაათავისუფლეს. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მაისურაძის ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირის შესახებ მონაცემებს არ ფლობდნენ. ლიტვის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება ვილნიუსის საოლქო სასამართლომ უნდა დაადასტუროს. 

ამავე კატეგორიაში