პრემიერის ვიზიტი ისრაელში

30 მაისი 2022, 11:25 759 ნახვა

საქართველოს პრემიერის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე.

ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.

დაიგეგმა სამომავლოდ თანამშრომლობის გაფართოება. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ქნესეთის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში