„უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ - კონფერენცია

30 მაისი 2022, 11:20 667 ნახვა

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება, სავარაუდოდ, თარიღად ევროკავშირის ელჩმა მომავალი კვირა დაასახელა. კარლ ჰარცელმა ეს განცხადება კონფერენციაზე გააკეთა, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებსა და საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე მსჯელობენ.  

მიმდინარე შეხვედრა ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელშიც ასევე მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამოქალაქო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

განსახილველ თემებს შორისაა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის არსი და ევროკავშირის წევრობის სტატუსის პერსპექტივა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში