დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ - კარლ ჰარცელი 

30 მაისი 2022, 12:45 987 ნახვა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს შესახებ ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. 

„ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ნაწილი არის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ველოდები, რომ ევროკომისიის შეფასება გამოქვეყნდება მომდევნო დღეებში. ამის შემდეგ იქნება დისკუსიები წევრ ქვეყნებს შორის შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ უნდა მიიღონ.

მე არ დავიწყებ სპეკულაციას ევროკომისიის შეფასების შედეგებზე და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მე უბრალოდ ვიტყვი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება შედეგები, იქნება დაბალი მოლოდინები, თუ უფრო მეტი.

ერთი მთავარი დასკვნა კვლავ იგივე იქნება, რომ დროა, საქართველო შეუდგეს მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა დაჯდომის და იმის უზრუნველყოფის დროა, რომ მოხდეს სტაბილური წინსვლა იმ კუთხით, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის. პოლიტიკოსების ძალა ამ საქმეში რა თქმა უნდა არის ის ფაქტი, რომ ისინი ეყრდნობიან მოსახლეობის უმრავლესობას, რომლებიც მხარს უჭერენ ამ სტრატეგიულ ამოცანას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სწორედ ამ შეფასების შემდეგ დაიწყება დისკუსია, მისცემენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში