გახარიას ყოფილი თანაგუნდელი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს 

30 მაისი 2022, 13:09 1191 ნახვა

გიორგი გახარიას პარტიიდან წასული დეპუტატი, ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს.

თავდგირიძემ პარტია ''საქართველოსთვის'' 29 ოქტომბერს დატოვა.

 ''არა ,,ნაცებს, არა ბოროტებას, ,,ნაცმოძრაობა, ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში'' - დაწერა ირაკლი თავდგირიძემ სოციალურ ქსელში. 

ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაშინ განაცხადა, რომ ბათუმის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებდა. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გახდნენ ''ქართული ოცნების'' დეპუტატები: ნატალია ზოიძე და ზურაბ ნაკაიძე.

ირაკლი თავდგირიძემ რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურას დღეს მხარი დაუჭირა. ''ქართული ოცნების'' დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე 18 ხმით აირჩიეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში