კობახიძის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

30 მაისი 2022, 14:06 781 ნახვა

''ქართული ოცნების'' ბრიფინგს  საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი კობახიძის ბრალდებებს არასერიოზულს და  შეურაცხმყოფელს უწოდებენ, ამბობენ რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოპოვებას იმსახურებს თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ის უკრაინისა და მოლდოვის გვერდით განიხილებოდეს.

ოპოზიციის განცხადებებსა და გეგმებს დესტრუქციულს უწოდებს მმართველი გუნდი, ამბობენ რომ მათი ოპონენტების მიზანი ხელისუფლების დასუსტება და ქვეყნის ომში ჩათრევაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში