ენმ: გულდასაწყვეტია, რომ ცვლილებებს პარლამენტში ჩვენი პარტია, ჩვენთან საფუძვლიანი კონსულტაციის გარეშე შეუერთდა

30 მაისი 2022, 14:01 769 ნახვა

დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები. პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ,,ქართულ ოცნებას'' კანონში ცვლილებები დასჭირდა იმისთვის, რომ სასურველ შედეგისთვის მიეღწია ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ. მათი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ამ ცვლილებებს პარლამენტში მათი პარტია, მათთან საფუძვლიანი კონსულტაციის გარეშე შეუერთდა.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის თქმით, ისინი საკრებულოს შემდეგ სხდომებს დაესწრებიან.

ისინი ელოდებიან ბათუმის მერია როდის წარადგენს საკრებულოში ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლის განხილვასაც ისინი ითხოვდნენ და არაერთხელ მოიწვიეს სხდომა, რომელზეც არ გამოცხადდა ''ქართული ოცნება''.  ამბობენ, რომ ისინი ბათუმელების დაკვეთას შეასრულებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში