ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს  

30 მაისი 2022, 15:02 1141 ნახვა

ბათუმის ახლადმოწვეულ საკრებულოში თანამდებობები გადანაწილდა.

უკვე ცნობილია თავმჯდომარის მოადგილეებიც, რამაზ ჯინჭარაძის პირველი მოადგილე გახარიას პარტიიდან წასული, დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი თავდგირიძეა, რომელმაც რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურას დღეს მხარი დაუჭირა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გახდნენ ასევე ქართული ოცნების'' დეპუტატები: ნატალია ზოიძე და ზურაბ ნაკაიძე.

შესვენების შემდეგ საკრებულოს პირველი სხდომა ისევ გაგრძელდა, პროცედურულად ამ წუთებში კომისიის თავმჯდომარეებს ირჩევენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში