საქართველოს ევროინტეგრაციის გზა – საინფორმაციო შეხვედრა

30 მაისი 2022, 17:13 1420 ნახვა

„რას ნიშნავს  საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება, რა პროცედურებს გადის  ქვეყანა და რა ეტაპზე საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,ასევე საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.  ინტეგრაციის პროცესებში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრეს      საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და  სექტორული  ინტეგრაციის დეპარტამენტის  დირექტორმა, ასევე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს  წარმომადგენელმა. „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა“ ასე ჰქვია პროექტს რომლის მიზანიც  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და მათი ჩართვაა. შეხვედრები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში